|
2016-10-27 11:42:45, 1099 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ოპონენტები ევროპარლამენტის დერეფნებში დადიოდნენ და ცდილობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროკავშირის საბჭოსადმი ევროპარლამენტის მოწოდებას ეხმაურება. სუბარის თქმით, ვიზალიბერალიზაციისთვის ყველაფერი მზადაა. თუმცა, სუბარი შიდა ოპონენტების ქმედებებს იხსენებს, სუბარის განმარტებით, ისინი ევროპარლამენტის დერეფნებში დადიოდნენ და ცდილობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო: „ ევროსაბჭოს აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღებული, იქნა შესრულებული ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, შესაბამისად წლის დასაწყისში საქართველოს უნდა მიეღო ვიზალიბერალიზაცია, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო, იყო დამოკიდებული არა საქართველოზე, არამედ იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება და რასაც დღევადნელ მსოფლიოში აქვს ადგილი, თუმცა აქაც გადალახულია გარკვეული ეტაპი და ყველაფერი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის, თუმცა მე არ შემიძლია არ შევეხო მაინც ჩვენი შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ასეთია - ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე და შესაბამისი პასუხიც გასცა მათ 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა და კიდევ ერთხელ გასცემს ასეთ პასუხს 30 ოქტომბერს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)