08:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 15:40:37, 1705 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ბუცხრიკიძე: კომპანია „კოპენბურის“ სახელის ცვლილება აუცილებლად მოხდება

„ვფიქრობთ, რომ სახელის ცვლილება აუცილებლად მოხდება“,-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა  დირექტორმა ვახტან ბუცხრიკიძემ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“  სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, კომპანიის სახელის  ცვლილება სავარაუდოდ 2017 წლის პირველ კვარტალში მოხდება.

„ეს არის სამუშაო, რომელსაც ჩვენ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად განვახორციელებთ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, მომავალი სამი წლის განმავლობაში გინდა, რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ლიდერი იყოს ქვეყანაში და მინიმუმ 25% ბაზრის წილი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ, დასაქმების კუთხითაც მრავალი დასაქმებული გაჩნდება“,-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკმა“ სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიძინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics