11:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 15:08:41, 1065 ნახვა

კომენტარი
კობა დავითაშვილი: ამ საქმის შემსრულებლებს თავიდანვე შევუნდე

პოლიტიკოს კობა დავითაშვილის განცხადებით, მისი ცემის ფაქტის გახსნის შესახებ ინფორმირებული იყო.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებულები იქნებიან თუ არა.

„ინფორმირებული ვიყავი, რომ ჩემი ცემის ფაქტი გაიხსნა. ამ საქმის შემსრულებლებს, მე თავიდანვე შევუნდე და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებული იქნებიან თუ არა. რაც შეეხება საქმის დამკვეთებს, მე ვერ ვხედავ ამ ადამიანებში სინანულის გრძნობას. ვერც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხიდან, რომლებიც წარსულს არ ნანობენ“, - განუცხადა კობა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო  აქციის დროს,  კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics