16:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:17:04, 725 ნახვა

რეგიონი
მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო  და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.

სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან  გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ( მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ამ დროისთვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი კალაპოტში დაბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ვანი-სულორის გზაზე, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics