2016-05-14 12:21:24, 1142 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ფარმაცევტულმა კომპანიამ თავისი პრეპარატების სიკვდილით დასჯის მიზნით გამოყენება აკრძალა
აშშ-ის ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა თავისი პრეპარატების სიკვდილის დასჯის მიზნით გამოყენება აკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პრეპარატები, რომელსაც კომპანია აწარმოებს, პაციენტების გადარჩენას ისახავს მიზნად და არა ადამიანის სიკვდილს.
აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სასჯელაღსრულების სისტემისთვის ერთგვარი ჩიხი იქნება, ვინაიდან სწორედ Pfizer-ის პრეპარატები იყო ერთადერთი, რასაც აშშ-ში სიკვდილის დასჯისთვის იყენებდნენ.
ცნობისთვის, ამ დრომდე მსგავსი გადაწყვეტილება 20-ზე მეტმა სხვა ამერიკულმა და ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ცალკეულ შტატში სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან