12:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 11:00:05, 999 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა გუშინ სამუშაო შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკურ მისიასთან, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში და ზოგადად, რეგიონში არსებული  მდგომარეობა და ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისიის ფარგლებში, მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და რისკების გაანალიზება, რათა საბოლოოდ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რომელიც დღეს რეგიონშია. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics