11:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 15:30:18, 2532 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა. 

"რეალურად, ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ჩვენ ინფორმაციას.

ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც ასახულია ამ დასკვნაში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება არის აუცილებელი. ანუ, ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ, სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics