21:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-13 01:12:33, 3554 ნახვა

პოლიტიკა
შვედეთის საგარეო ივანიშვილის რეჟიმს - შეასრულეთ მოსკოვის მექანიზმი

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს “ოცნებას“, სრულად განახორციელოს ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.

ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთოს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებას წარმოადგენს.

შვედეთი მიესალმება საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ეუთო მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი იკვლევს საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე მოვლენებს და შეიცავს რეკომენდაციებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას (ზოგიერთ შემთხვევაში წამების ტოლფასი) თან ახლდა პასუხისმგებელი პირების სრული დაუსჯელობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობამ თანდათანობით შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მიიღო ახალი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და ლგბტ+ თემს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics