22:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 18:24:39, 15302 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე - მოვაწყობთ ქართულ ნიურნბერგს

2024 წლის ნოემბრიდანვე ვამბობდი, რომ ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. ის, რაც მოხდა ნოემბერ-დეკემბერში, არ იყო ჩვეულებრივი დევნა, ცემა, წამება. ეს იყო ბევრად სერიოზული, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მე ვიყავი პირველი, რომელიც წავედი ჰააგაში და ეს ინფორმაცია თავისი ფაილებით და ფაქტებით მივიტანე შესაბამის გამომძიებელთან - ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ საკუთარ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.


‘’ერთი წელი სრულდება, რაც მე ვმუშაობ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ერთი წელი სრულდება, რაც მე ვაგზავნი მტკიცებულებებს, და რაც ვამბობდი მაშინ, სკეპტიკურად იყო ხალხი განწყობილი. ამბობდნენ, რომ „არაო, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ეს არ არისო. მაშინ ვთქვი, რომ შემოუერთდეს ამ კამპანიას, იმიტომ რომ გეგმა არის შემდეგი, და ამ გეგმაზე ვსაუბრობ უკვე ერთი წელია. პირველი, საერთაშორისო გამოძიება ჰააგაში.  მეორე — აქ შევქმნით სპეციალურ სასამართლო პალატას იმ პირებისთვის, რომლებმაც გამოიყენეს ქიმიური იარაღი საკუთარ მოსახლეობაზე.  მესამე, დაზარალებულები შეაგროვებენ ფაქტებს, მოგვიანებით კომპენსაციისთვის (პრეცედენტები ბევრია). მეოთხე საერთაშორისო მეგობრებმა უნდა დაგმონ სადამ ჰუსეინის თანამოაზრე მთავრობა. მეხუთე -  ვქმნი სამუშაო ჯგუფს: საერთაშორისო სამართლის, სადაც ჩაერთვებიან სტუდენტები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები.   არასოდეს ჩვენს ქვეყანაში არ დადგა დრო, რომ სახელმწიფომ რეალურად მოიხადოს ბოდიში, და ამას მე გავაკეთებ.’’ - განაცხადა ანა დოლიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics