11:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 12:56:18, 511 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი | ბარტას გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტანტი კომპანია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო BARTA 2024-ის  რიგით მეექვსე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიო ბანკმა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის ჯილდოს გაცემის ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოავლინა.

„საპატიო ჯილდო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიისთვის“ ნომინაციაში  გამარჯვებული ბაზისბანკი გახდა.

ეს ჯილდო  კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  კომპანია ორიენტირებულია  კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც  ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ხაზს უსვამს ბაზისბანკის  ანგარიშების გამჭვირვალობასა და მდგრადობის მაღალ ხარისხს.

 BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით შეიქმნა. ჯილდო მიზნად ისახავს, წაახალისოს ახალი ანგარიშგების რეგულაციების დაცვა, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას კომპანიებს შორის და გააუმჯობესოს კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტი ინვესტორების ნდობის გასამყარებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics