23:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 10:32:57, 698 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ქსტოვოში მდებარე „ლუკოილ-ნიჟნინოვგოროდნეფტეოსინთეზის“ ნავთობის საცავში გაჩნდა.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 104 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics