10:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 13:19:55, 388 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა - ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე

ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პროგრესი და განვითარება. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ექსპერტთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ამავე დროს გვაქვს დაბალი ინფლაცია -  ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და ჯანსაღია.

„ეს შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, ბიუჯეტის დეფიციტს, ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, აქვს ეროვნულ ბანკს. ვფიქრობ, რომ ეს არის ობიექტური მაჩვენებელი, მათ შორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მუშაობის",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics