11:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 20:35:54, 1648 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ ემპათიის მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება მოითხოვეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა, 26 იანვარს კი, იუსტიციის სამინისტრომ მიიღო დასკვნა, რომელიც 3 ძირითად მიმართულებას მოიცავდა,  ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, რომელიც გადაეცემა სასამართლოს შესაბამისი წესით და შემდგომ გაგრძელდება მსჯელობა.

„მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, მეცნიერულად რამდენად რამდენად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ ემპათიის დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ მივიღეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა [2023 წლის 26 იანვარს], რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას, ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები და თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ ემპათიის მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია გაგრძელდება შემდგომ მსჯელობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics