16:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 13:54:46, 1555 ნახვა

კომენტარი
ალასანია სააკაშვილზე - ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში საწამლავი აქვს

ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდგომ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, ადამიანის მიმართ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს გააცნო, არის სიბოროტე და უნიათობა.

ისევ სუსტად არის, როგორც ყოველთვის, სიცხეებიც გრძელდება  და ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, ეს ხომ ცხადია. მე ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია. ეს სიბოროტეა ერთი მხრივ და უნიათობა მეორე მხრივ. მე უბრალოდ არც კი მჯერა , რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ადამიანი, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო საქართველო და გააცნო კარგი მხრიდან და ყველაფერი იყო საამაყო ჩვენთვის, ყველასთვის ის წლები. იმ წლებს გადაარქვეს სახელი, სისხლიანი წლები დაარქვეს. რაღაც მარაზმში ვართ",  ამბობს ალასანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics