21:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 09:37:33, 480 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: კბილაშვილი უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი

„ ბატონი კბილაშვილი, უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრის შემდეგ გახდა შესაძლებელი“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „რეაქციაში“  იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანის თქმით, 2014 წლიდან პროკურატურა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე აქტიურად მუშაობდა. 

„არ უნდა ყოფილიყო საჭირო ასეთი დიდი ტრაგედია იმისთვის, რომ მობილიზება მომხდარიყო  ყველა ძალის და საქმე რამდენიმე დღეში გახსნილად გამოცხადებულიყო რამდენიმე დღეში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ პროკურატურა 2014 წლის სექტემბრიდან აქტიურად მუშაობდა ამ საქმეზე და სწორ გზაზე იყო დამდგარი. სწორ გზაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა  ღონეს ახმარდა ამ საქმის გახსნას, რაც მანამდე რატომღაც არ იყო ასე. მე არ გახლავართ პროკურატურის ხელმძღვანელი და თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები, ამაზე პროკურატურის სხვადასხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ. ბატონი კბილაშვილი, უნდა ფლობდეს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრის შემდეგ  გახდა შესაძლებელი",-განაცხადა წულუკიანმა. 

ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი რეგულარულად ხვდებოდა პროკურორებს და მან იცოდა, რომ რამდენიმე დღეში საქმე გახსნილად გამოცხადდებოდა. 

„გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე  ის რეგულარულად ხვდებოდა როგორც მსხვერპლი  და მსხვერპლს აქვს თავისი უფლებები და ამ უფლებების რეალიზაციის მიზნით ხვდებოდა პროკურატურას. მას მიეწოდებოდა ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებზე, რასაც დგამდა პროკურატურა საქმის გახსნის მიზნით. პრაქტიკულად მან იცოდა, რომ რამდენიმე დღეში საქმე გახსნილად უნდა გამოცხადებულიყო“,-განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics