23:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 11:48:40, 1503 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - 54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას, გადადგეს მთავრობა!

54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას, უნდა გადადგეს მთავრობა!- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე კორონავირუსის გასული დღე-ღამის სტატისტიკას.

ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე დარდობს.

„54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას.  უნდა გადადგეს ეს მთავრობა. წარმოუდგენელია ასე კლავდნენ ადამიანებს და არაფერს აკეთებდნენ.  საკუთარი ძალაუფლება ადარდებთ მხოლოდ.  გადადგეს ღარიბაშვილის მთავრობა!“, - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics