18:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 20:36:51, 983 ნახვა

კომენტარი
მარიამ ქვირვიშვილი - ჩვენი გზა არის ევროპული გზა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი ევროპული ღირებულებების მქონე გუნდია

„ჩვენი გზა არის  ევროპული გზა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ევროპული ღირებულებების მქონე გუნდი. ამიტომ მინდა, ყველას ერთხელ კიდევ ხაზგასმით ვუთხრა - არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენი გუნდი დაუშვებს ამ ღირებულებების ხელყოფის თუნდაც მცდელობებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში" სტუმრობისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ორი დღის წინ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აქცენტი სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მისი განცხადებით, საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა, რომელიც ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად აღმართა  ევროკავშირის  ჩამოხსნილი დროშა და ეს არის უდიდესი გზავნილი. მოხარული ვარ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნა დანახული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ჩვენ გუშინვე ვიხილეთ მათი ძალიან პოზიტიური გამოხმაურება როგორც ქვეყნისადმი, რომელსაც აქვს სწორი ევროპული ღირებულებები - ჩვენ არცერთი წუთით არ გადაგვიხვევია ამ ღირებულებებისთვის და არც ვაპირებთ, რომ გადავუხვიოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics