21:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 15:32:39, 883 ნახვა

სამხედრო
GFP: საქართველო სამხედრო თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი ქვეყანაა

საქართველო სამხედრო თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი ქვეყანაა.

ამის შესახებ Global Fire Power-ის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ჯარების სიძლიერის რეიტინგშია ნათქვამი.

სამხედრო სიძლიერით საქართველო მსოფლიოში 75–ე ადგილას იმყოფება. მას რეიტინგში ყველა მეზობელი უსწრებს: რუსეთი (მსოფლიოში მე–2 ადგილი), თურქეთი (მე–10), აზერბაიჯანი (67–ე) და სომხეთი (74–ე).

რეიტინგის შედგენისას, საიტი ტერიტორიის სიდიდით და მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკური სიძლიერით, ჯარებისა და შეირაღებისა და სამობილიზაციო რესურსების რაოდენობით ხელმძღვანელობს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, იაპონია და თურქეთი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics