14:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 10:59:18, 10972 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 37 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ორის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ორის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტებიდან 7-ს მძიმე პნევმონია აქვს

„336 პაციენტიდან 86 ჩვენი ცენტრის პაციენტები არიან. გამოჯანმრთელებულია 74 ადამიანი, საიდანაც 48 ჩვენი ცენტრის პაციენტია. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობს 262 ინფიცირებული პაციენტი.

გუშინ, ჩვენს ცენტრში ჩატარდა ტესტირება 21 პაციენტზე. ეს პაციენტები იყვნენ როგორც პირველადი, ასევე განმეორებითი ტესტირების მქონე პაციენტები. აქედან 2 გამოჯანმრთელებული იყო. არის რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც პირველადი ტესტირებისას უარყოფითი პასუხი აქვთ კორნავირუსზე და მათ 24 საათის ინტერვალში განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება.

ჩვენთან ამ ეტაპზე არის 37 პაციენტი, საიდანაც 2 ძალიან მძიმე ანუ პრობლემური პაციენტია. დაახლოებით 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. 2 მძიმე პაციენტთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მესამე დღეა სტაბილიზაციაა და ალბათ ასეთი მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics