22:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 18:55:25, 3501 ნახვა

კულტურა
პეტრას ციხის რეაბილიტაცია 24 ივნისიდან დაიწყება

პეტრას ციხის რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაუდგება სათავეში.

სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი პეტრას ციხეს ეწვივნენ და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს ადგილზე გაეცნენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც პეტრას ციხის რეაბილიტაციის ისახავს მიზნად, რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ეტაპზე ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტის შეძენა, რომლის მიხედვითაც ტურისტებისათვის საინტერესო ადგილის შექმნაა განზრახული.

პეტრას ციხის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics