2015-05-23 13:34:39, 1216 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში სამართალდამცველებსა და ნარკოკარტელის წევრებს შორის დაპირისპირებას 40-ზე ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში მიჩოაკანის შტატში სამართალდამცველებსა და სავარაუდო ნარკომაფიის დაჯგუფების წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული სამართალდამცველია. დანარჩენები კი ნარკოტიკებით მოვაჭრე პირები არიან.
შემთხვევა სოფელ ტანუატოს ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ შეიარაღებული პირების შესახებ ანონიმური შეტყობინება შეამოწმა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველებმა ცეცხლი ნარკოკარტელის წევრებმა გახსნეს.
სამართალდამცველების ცნობით, შეიარაღებული პირები დაჯგუფება ხალისკოს წევრები იყვნენ.
მექსიკაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან