14:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 14:08:40, 734 ნახვა

სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, თელავში პოლიციელმა მოქალაქე ბოჭორიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა

თელავში გუშინ მომხდარ ა.ბოჭორიშვილის მკვლელობის ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილია დაკავებული.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 10 მარტს, ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი ქ. თელავში, თამარის ქუჩა N30-ში მდებარე მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა. "საუბრისას გ.იორამიშვილს ძმებ ბოჭორიშვილებთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გიორგი იორამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა სამი გასროლა, რის შედეგადაც ანდრო ბოჭორიშვილი მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ირაკლი ბოჭორიშვილი დაიჭრა მენჯის არეში. ასევე დაიჭრა იქვე ახლოს მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილი. მომხდარი ფაქტის შემდეგ გიორგი იორამიშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოგვიანებით გიორგი იორამიშვილი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა, რის შემდეგაც მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მკვლელობის იარაღი გამოძიებას წარმოუდგინა. ამჟამად საქმეზე გ.იორამიშვილის მიმართ გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics