2015-02-24 18:50:16, 704 ნახვა
სამართალი
დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა კი, სასამართლოში კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით იყო შესული.
ცნობისთვის, გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს „ავტოჰაუს-რუსთავი2011“-ისა და შპს „ტიტანი 2011“-ის მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან