21:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 16:58:04, 1138 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება

"ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ბესელიას თქმით, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი უანგაროდ, საკუთარი რესურსით ინახავდა ბოტანიკურ ბაღსაც და სხვა ძალიან მნიშვნელოვან და გადარჩენილ ობიექტს.

მისივე განმარტებით.  წინა ხელისუფლების დროს, უამრავი ქონება გასხვისდა კონკრეტულ პირებზე და  ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკუთარი ინტერპრეტაციით ინფორმაციის მიწოდება, სირცხვილია.

 ‘’ბიძინა ივანიშვილს  ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება. პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ამ ბოტანიკური ბაღის შემდგომი უკეთესი და მათთვის უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ბაღი და ბუნება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმჯობესია, გვიპასუხოს იმ კითხვებზე, თავის დროზე რომ გასხვისდა, რატომ გასხვისდა ესეც და სხვა უამრავი რამ?!  როგორ ხდებოდა ისე, რომ ყველა ქონება გადაყიდული იყო კონკრეტულ პირებზე?! ამ თემაზე მათგან ასეთი ტიპის ინტერპრეტაციები არის ძალიან დიდი სირცხვილი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის  29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics