20:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 17:42:07, 965 ნახვა

რეგიონი
ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავი ნიკოლაევის მოსახლეობასთან ერთად აჭარის დელეგაციის წევრებმაც აღნიშნეს

ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავი დღეს ნიკოლაევის მოსახლეობასთან ერთად აჭარის დელეგაციის წევრებმაც აღნიშნეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია ტრაგედიის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო და პატივი მიაგეს დაღუპულთა გმირობასა და ხსოვნას.

ზუსტად 30 წლის წინ, მსოფლიოში არნახული კატასტროფა დატრიალდა, რომლის შემდეგაც დროის ათვლა განისაზღვრა ტრაგედიამდე და მის შემდეგ პერიოდად. ათასობით ადამიანი თავისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად დაიძრა უკრაინისკენ, რომ კატასტროფის ლიკვიდაციაში ჩართულიყვნენ და ევროპისთვის რადიაციის გავრცელების საშიშროება თავიდან აეცილებინათ. სწორედ მათ, უშიშრად შესძლეს გადაერჩინათ მსოფლიო გამანადგურებელი კატასტროფისაგან.

ჩერნობილის კატასტროფა არის თანამედროვე მსოფლიოს ტრაგედია, რომელსაც უკურეაქციის გარეშე არ ჩაუვლია. აფეთქების შედეგები დღემდე იჩენს თავს საზაოგადოების სხვადასხვა სფეროში ურთულესი დაავადებებისა და ანომალიების სახით. მათი გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო საზოგადოების ერთიანი ძალითა და თანადგომითაა შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics