2015-02-19 14:18:08, 581 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა
მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური გუშინ საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია „GWP“-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დაასრულეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან