12:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 09:27:21, 666 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ევროპაზე ძალიან დარდობს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ “ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს“ და ამაზე “ოცნების“ ხელისუფლება ძალიან დარდობს.

“ოცნების“ პრემიერის თქმით, “ევროკავშირის წილი ეკონომიკაში თანდათან მცირდება და ეს ყველაფერი მძიმე ტენდენციებზე მიუთითებს.“

არ არსებობს იდეალური პოლიტიკური სივრცე - ზოგადად, პოლიტიკა არის საკმაოდ რთული საქმე და არის უამრავი არასწორი პროცესები, რომლებიც ყველა პოლიტიკურ სივრცეში წარიმართება და ეს ეხება ბუნებრივია დასავლურ სივრცესაც.
[...] ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ბუნებრივია ევროპაზე იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს.  პირველ რიგში, ეს უკავშირდება ეკონომიკურ სტაგნაციას, რომელსაც გადის ევროპა უკვე 2008 წლიდან - ჩვენ ხშირად გვისაუბრია, მათ შორის შესაბამის მონაცემებზე.
30% იყო ევროკავშირის წილი 2008 წელს ეკონომიკაში და შემცირდა უკვე 2024 წლის ბოლოსთვის 17.5%-მდე და გამოქვეყნდება 2025 წლის მონაცემები და 17%-მდე იქნება ეს წილი შემცირებული
ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, იმ მძიმე ტენდენციებს, რომელიც არის ევროპაში,- ამბობს ის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics