14:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 12:38:52, 837 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ახალი თამაში დაიწყო

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების განათლებისა და ფინანსური ცოდნის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მოსწავლეების წახალისების მიზნით,  სპეციალურად მათთვის შექმნილ ინოვაციურ საბანკო აპლიკაცია  - sCoolApp-ში ახალი თამაში, sCoolApp ტრივია, დაიწყო.

sCoolApp ტრივია საგანმანათლებლო და გასართობი თამაშია. მისი ვიზუალური კონცეფცია ქართული ზღაპრებით არის შთაგონებული და მთავარი გმირები, დევი და ფასკუნჯი არიან.  თამაში მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. ის ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6-13 და 14-18 წლის ბავშვებისთვის).

თამაშის განმავლობაში, მონაწილეებს ყოველდღიურად ხუთ კითხვიანი მისია ექნებათ, თემატური, კვირების მიხედვით. ტრივია სხვადასხვა თემებს მოიცავს: კინო, გეოგრაფია, ისტორია, პოპკულტურა, STEM, ლიტერატურა, ფინანსური განათლება, სპორტი და სუპერგმირები.

სწორი პასუხების შემთხვევაში, მოთამაშეები ვარსკვლავებს აგროვებენ  და ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც მონეტებს იღებენ. მონეტებით კი მათ შესაძლებლობა აქვთ sCoolApp მარკეტში განთავსებული საჩუქრები იყიდონ. მათ შორის: VELI.store-ის ვაუჩერები, ფასდაკლების პრომოკოდები და სხვა.

sCoolApp ტრივია 29 ოქტომბერს დაიწყო.

თამაშის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

sCoolApp- ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე [TN1] მეტი ბავშვი იყენებსთუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს  სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics