12:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-13 17:33:25, 1870 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი - დამხობა ჩაიშალა, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს

დამხობა ჩაიშალა, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, ქართველ ხალხს, რომელიც გამოვიდა 4 ოქტომბერს არა ოთხ საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ საარჩევნო უბნებზე - ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაქპუაშვილმა განაცხადა.

„დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა მალევე ჩაიშალა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს ძალადობის აღკვეთა. დაშავდა 25 პოლიციელი, მათგან ორი – მძიმედ. იმ ჯგუფებმა, რომლებიც აანონსებდნენ ძალადობას, ამ ჯგუფების მხარდამჭერმა უცხოურმა ჯგუფებმა არც კი მოიკითხეს პოლიციელების მდგომარეობა. ესეც მიუთითებს გულცივ დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს ზოგიერთ ჯგუფში ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი გამოვიდა 4 ოქტომბერს არა ოთხ საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ დილის რვა საათიდან საარჩევნო უბნებზე და თავისი სიტყვა თქვა არჩევნების გზით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics