14:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 19:09:55, 1111 ნახვა

რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან  სამუშაო თათბირი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: 
1. რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების  მიმდინარეობა და მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში.
2. კულტურის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები 

"თათბირზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მოქმედი სპორტული კლუბების მიღწევებზე. ინტერმუნიციპალური სარაგბო კლუბის - "ტაო" ხელმძღვანელმა ირაკლი გვენეტაძემ სახელმწიფო რწმუნებულს, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს კლუბის აქტივობების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. 

ამასთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების  ხელმძღვანელმა პირებმა  არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სახელმწიფო რწმუნებულისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. 

ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო თათბირს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, ასევე  ესწრებოდნენ მოადგილეები - დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics