2023-08-18 13:16:25, 956 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე სოფელ ინწკირვეთის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს,- ანიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მთა შედრეკილში, სოფელ ინწკირვეთის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე.
"აღსანიშნავია, რომ შედრეკილში უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სასმელი წყლის პროექტის განხორციელება და შიდა ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
ომარ ტაკიძესთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ",- აღნიშნულია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),