2023-04-30 10:49:41, 1792 ნახვა
სამხედრო
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის "ალფა" ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება დღის და ღამის პირობებში, ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"დასკვნით ფაზაში "ალფა" ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონმა და საინჟინრო ოცეულმა.
გეგმიური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა