2022-05-26 12:34:18, 2977 ნახვა
Lifestyle
ფორესტ უიტაკერს კანში კინოში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს
ფორესტ უიტაკერს კანში პატივი მიაგეს. ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ფესტივალის საპატიო პალმის რტო მიიღო კინოში შეტანილი წვლილისთვის, არა მხოლოდ შთამბეჭდავი შემოქმედებითი კარიერის, არამედ როგორც მშვიდობისთვის აქტიური მებრძოლისთვის.
წითელ ხალიჩაზე მას თან ახლდა დოკუმენტური ფილმის „მშვიდობის სახელით“ გადამღები ჯგუფი, რომელზეც მუშაობა 6 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
ლენტი, რომლის პროდიუსერიც უიტაკერი გახდა, მოგვითხრობს სამხრეთ სუდანში სამოქალაქო ომის შედეგებზე, რომლის შედეგადაც 2013 წლიდან 400 000 ადამიანი დაიღუპა.
სურათი მოგვითხრობს, რომ მკვლელობებითა და ძარცვებით შოკირებული ქვეყანაში ახალგაზრდები მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. სამხრეთ სუდანის კაცობრიობის პრიზმაში ჩვენების ერთგვარი მცდელობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,