|
2015-07-08 15:16:03, 915 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ დაიწყო
ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ ოფიციალურად დაიწყო. სწავლების გახსნის ცერემონიალი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ნატოს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დაწყება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა: „ქართველმა სამხედროებმა ძალიან ბევრ საერთაშორისო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დღესაც აგრძელებენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიო უსაფრთხოებაში თავისი წვლილის შეტანას. ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა - ეს არის ძმობა იარაღით“. გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა: „დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ბევრი ოფლი და შრომა, მაგრამ ასევე, იქნება წარმატებისგან მიღებული სიხარული. პროფესიონალიზმსა და ვაჟკაცობას ეროვნება არ გააჩნია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას, ყველა იმ სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელმაც „Agile Spirit 2015“ ორმხრივი სწავლებისგან მრავალეროვნული სწავლების რანგში გადაიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ დაწყებული სწავლება დიდ მეგობრობაში გადაიზრდება”. სწავლების გახსნის ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. სწავლების ფარგლებში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი შეიქმნა, რომელიც, ძირითადად, ქართველი სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. სწავლებაში დამკვირვებლების სტატუსით სომხეთისა და მოლდოვას სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ. საქართველოს მხრიდან წვრთნაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონია ჩართული. სწავლებაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი. დანარჩენი ქვეყნები კი ოცეულის დონის ქვედანაყოფებით მონაწილეობენ.
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)