|
2015-05-24 12:11:34, 839 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. “ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დღეს მთავრდება. დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გენერალს, რომლის უზარმაზარი დამსახურებაა ამ ტრენინგის წარმატება. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა “Noble Partner“-ის გაგრძელების შესახებ. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლება მომავალ წლებში და ბევრი ახალი ინოვაციური იდეა აქვს მასაც, ქართველ გენშტაბის უფროსსაც და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის წარმატებაზე. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც ყოველი თქვენგანი და მთელი საქართველო 26 მაისს იხილავს, იქნებიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ სამხედროებთან ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი. ეს არის ნიშანი და დასტური ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობის, პარტნიორობის და მხარდაჭერის, რომელსაც ამ ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან“- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. თინათინ ხიდაშელმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავების მხარდაჭერისთვის კი გენერალი ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა. ამერიკელმა გენერალმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა და აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა და ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა. ევროატლანტიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე. საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, მისი ევროპასთან კავშირი კიდევ უფრო მტკიცეა. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენთვის ძალიან ღირებულია. პირველად მოვახდინეთ სწავლებაში მონაწილე ჩვენი სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შავი ზღვის გავლით. ამ სწავლებიდან ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრენინგი მომავალ წელსაც ჩატარდება და წელს მიღებული გამოცდილებაც გამოგვადგება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობა ყველა ერისთვის. ეს ერთობლივი სწავლებაც სწორედ ამ თავისუფლების გამოხატულებაა“, – აღნიშნა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)