2018-04-19 12:29:39, 7759 ნახვა
Lifestyle
„ვარდისფერი კვლავ მოდაშია“ - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული „პოპ დივას“ ერგო
ჟურნალ People-ის 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების სიაში პოპ დივა, ცხოველების უფლებების აქტიური დამცველი, „გრემის“ ლაურეატი მომღერალი და კომპოზიტორი ალიშა ბეთ მური, იგივე P!nk-ი ლიდერობს.
ჟურნალმა მომღერლის სურათი აპრილის ნომრის ყდაზე განათავსა.
ჟურნალი, რომელსაც გაყიდვაში 20 აპრილიდან ვიხილავთ აგრეთვე იარა შაჰიდთან და კინოსერიალ "ვამპირის დღიურების" მსახიობ ნინა დობრევთან ინტერვიუ შევიდა.
ჟურნალ People-ის "მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების" სიაში 70 ქალბატონი და 5 მამაკაცია - მათ შორის არიან: მეგან კარლი, გალ გადოტი, რეპერი დრეიკი და სერენა უილიამსი.
ჟურნალი ამდაგვარ სიას არაერთი წელია აქვეყნებს, მაგრამ აქამდე მასში მხოლოდ ქალბატონები იყვნენ, ხოლო 2018 წლიდან სია "გენდერულად ნეიტრელური" გახდა.
ავტორი: ,