2015-05-05 12:04:32, 916 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 48 ქართველ სამხედრო მოსამსახურესა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის 11 საზღვაო ქვეითს მადლობის სიგელები გადასცა.
ცნობისთვის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 43-ე ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობს. ქართველმა ჯარისკაცებმა მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან