2017-09-28 10:45:39, 2000 ნახვა
Lifestyle
ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
კომპანია Playboy Enterprises Inc-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ჰეფნერი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ჯიუ ჰეფნერმა Playboy-ს გამოშვება საკუთარ სამზარეულოში, 1953 წელს დაიწყო. აპირველი ნომერი 51-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. აღნიშნული ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით ჟურნალი თვეში 7-მილიონიანი ტირაჟით გამოდის და მამაკაცების ყველაზე მოთხოვნად ჟურნალად ითვლება.
დღეს Playboy-ს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გამოიცემა. როგორც ადრე თავად ჰეფნერი აღნიშნავდა Playboy არასდროს ყოფილა მისთვის უბრალო ჟურნალი, სექსუალური შინაარსით.
" Playboy არის ჟურნალი ცხოვრების სტილზე (lifestyle-ზე), რომლის ერთ-ერთი ძირითადი ასფექტი სექსია", - აცხადებდა ჰიუ ჰეფნერი.
ავტორი: ,