2016-09-21 10:52:35, 4250 ნახვა
კულტურა
კოტე მახარაძის 90 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იწყება
კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ასოციაცია LEGE ARTIS, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებს იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 სექტემბერს 14:00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, პროექტ „კოტე მახარაძე 90“-ის ფარგლებში, აწყობს ღონისძიებათა საპრეზენტაციო შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან, მის კოლეგებთან და მეგობრებთან.
23 სექტემბრიდან დასასვენებელ პარკ „მზიურში“ ნაჩვენები იქნება სპექტაკლების ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც კოტე მახარაძე მონაწილეობდა: 23 სექტემბერი “ბაგრატიონები“, 24 სექტემბერი „აკაკი“ 25 სექტემბერი „ილია“. ჩვენებები 20:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია!
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან