09:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 17:33:48, 940 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ტრეფიკინგის საფრთხეებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დაიბეჭდა.

2013 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. საქართველო სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ამ დღეს სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნავს, რაც ხაზს უსვამს ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობასა და სახელმწიფოსთვის ამ საკითხის პრიორიტეტულობას. თავის მხრივ, შს სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან წარმატებულ ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით აქტიურად განაგრძნობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics