2015-03-01 18:21:37, 1079 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში მიმდინარე მსვლელობაში 50 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას – პირდაპირი ეთერი
ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ მარშში 50 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს მოსკოვის ცენტრში რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ მსვლელობაში 50 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტოები ოპოზიციის ლიდერებზე დაყრდნობით იუწყებიან. ბლოგერი ილია ვარლამოვი აცხადებს, რომ აქციაზე 50 000-ზე მეტი ადამიანი გამოსული. ამასთან, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ცნობით, მსვლელობაზე გამოსული ადამიანების რიცხვი 20 000-ს არ აღემატება.
შეგხსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ოთხი გასროლით მოკლეს.
პირდაპირი ეთერის სანახავად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან