13:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 02:28:54, 1223 ნახვა

მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას რუსეთის ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობა იკრიბება

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას  ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობა იკრიბება.

ამ წუთებში, მკვლელობის ადგილას ვასილიევის დაღმართზე მიდიან მიხაილ კასიანოვი და გარი კასპაროვი. ადგილზე იკრიბება ხალხი.

"ყველა პასუხს აგებს ამ დიდი ბოროტებისთვის, ჩვენ ამას არ დავივიწყებთ, სისხლით აგებენ პასუხს" - განუცხადა სააგენტო "რია ნოვოსტის" კასიანოვმა.

ადგიილზე უკვე იმყოფება, ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ილია იაშინი.

რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციი ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ოთხი გასროლით მოკლეს. სააგენტო "ტასის" ცნობით, უცნობებმა ნემცოვს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს და მიიმალნენ. სააგენტო "მოსკოვი" იუწყება, რომ ბორის ნემცოვი მარტო არ იმყოფებოდა და მასთან იყო უცნობი გოგონაც. 

ფოტო შემთხვევის ადგილიდან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics