13:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 13:40:01, 1114 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: მოქალაქეებს, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ, შეღავათები ექნებათ

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ, ყოველთვიური სესხი მომსახურების ტვირთის გადახდა გაუადვილდებათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოში მოქმედი კომერიცული ბანკების წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბანკებს დაევალათ ერთი კვირის განმავლობაში წარადგინონ გეგმა, რომლებიც ასახავს, თუ რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთი კლიენტების მიმართ.

 მისივე განმარტებით, საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, რათა ასეთმა მოქალაქეებმა გარკვეული ტიპის შვება იგრძნონ.

„გავიარეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ. ბანკებს დაევლათ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმები, რომლებიც ასახავს, თუ რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან და იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები. საუბარია სესხის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე იმისთვის, რომ ყოველთვიური მომსახურების თანხა შემცირდეს, რათა რაღაც ტიპის შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვისაც სესხი აქვს დოლარში, შემოსავალი კი ლარში. იქამდე, სანამ სავალუტო შემოდინებები და ფუნდამენტური ფაქტორები აღდგება, როდესაც ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე იქნება გარკვეული შვება ამ ადამიანებისთვის. ყველა ბანკი ამ მიმართულებით მოქნილი იქნება, ყველა ბანკისგან გვექნება გეგმები ერთ კვირაში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება, ქადაგიძემ განაცხადა, რომ არც ერთ ბანკს განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუხატავს.

"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics