2016-05-18 21:58:32, 1330 ნახვა
სხვადასხვა
"დელტას" გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლების მიზეზად სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა. აღნიშნული განცხადება უწყებამ გუშინ გაავრცელა. როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან