2015-02-19 10:31:00, 1162 ნახვა
მსოფლიო
ჯენ ფსაკი: თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები შეთანხმებას არ შეასრულებენ, მათ ეს ძვირად დაუჯდებათ
„თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ეს მათ უფრო ძვირად დაუჯდებათ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკმა მინსკში მიღწეული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯენ ფსაკის თქმით, ის არ თვლის, რომ მინსკის შეთანხმებამ ძალა დაკარგა.
„მე არ ვთვლი, რომ მინსკის შეთანხმებამ ძალა დაკარგა, თუმცა თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ეს მათ უფრო ძვირად დაუჯდებათ“,-განაცხადა ჯენ ფსაკმა.
შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, პრორუს მებრძოლებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან