2026-03-16 13:03:17, 2051 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ლუკაშენკოს რეჟიმის ვიცე-პრემიერ შეხვდა
ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რეჟიმის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით.
ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,