19:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-01 12:23:13, 7632 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - რუსები ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება, ღალატობენ

სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან.

რიტორიკის დონეზეც არ დაუჭერიათ ხამენეისთვის მხარი. შაბათს დილას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვმა ზრდილობიანად მოიცილა ტელეფონით საუბრის დროს. ასევე, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, როგორც წესი, თავხედი რუსები გასუსულები ისხდნენ და მხოლოდ რამდენიმე წინადადება წამოიკნავლეს.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ. ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება - ღალატობენ.

არ არსებობს მულტიპოლარული სამყარო, თუ შენს გავლენის ცენტრს ვერ იცავ.

„ქოცების“ ბოდვაც გავიხსენოთ, მრავალვექტორიზმით აჟიტირებულები ირანში და აშხაბადში რომ ჩავარდნენ.

ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება. მულტიპოლარულ პროპაგანდას მოკლე ფეხები აქვს“,- წერს დეკანოიძე.

როგორც ცნობილია, 28 თებერვლის დილით აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ისრაელმაც განახორციელა დარტყმები.

ტრამპმა პირდაპირ მოუწოდა ირანელებს, გამოეყენებინათ შესაძლებლობა რეპრესიული რეჟიმის დასამხობად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics