13:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 21:09:26, 2041 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის

 მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის - ამის შესახებ ჟურნალისტებს ივანიშვილის პარლამენტის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით,  არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს.

მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ დაუშვას კიდევ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას უნდა ვაცადოთ ზუსტი დასკვნები გააკეთოს.

[...] არ ექნება არანაირი შენდობა არც ერთ ადამიანს, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი გადასცდება იმ წითელ ხაზს, რომელიც გავლებულია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კარგად მოვისმინეთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ჩანს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეს ეტაპი განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ნიშნები შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნიშანი არა მარტო შეიმჩნევა, არამედ დადასტურდა კიდეც. რა მოხდება საბოლოო ჯამში, რა დასკვნებს დადება გამოძიება, ამას ყველა ერთად მივადევნებთ თვალ-ყურს.

არასწორია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა თავიდანვე შექმნეს კორუფციული სისტემა. პირიქით, ქვეყანა თუ გადარჩა, გადარჩა სწორედ იმით, რომ სწორი მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, გინდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, გინდ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. შედეგი მივიღეთ - საერთაშორისო დონეზე ჩვენი შეფასება არის უმაღლესი, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის საკითხებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ვიღაცამ არ დაუშვა [გადაცდომა].  - აცხადებს გია ვოლსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics