2025-10-14 17:32:42, 1354 ნახვა
კომენტარი
კობახიზე ღობის საქმეზე - იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა - ისე იდგე
4 ოქტომბერს იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, ეს სტანდარტი ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, იგივეა ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"როდესაც აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩას, მნიშვნელობა არ აქვს 50 კეტავს და 50 ტროტუარზეა, თუ პირიქით, ყველა არის უკანონობის თანამონაწილე. იგივე ეხება ძალადობასაც, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა - ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე,"- განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,