2025-09-12 11:55:37, 2233 ნახვა
კომენტარი
ლაშა ფარულავა - ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება
“ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის “ოცნებაში”, ისინი შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ
“ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის “ოცნებაში”. მდინარაძე, კობახიძე, პაპუაშვილს არანაირი რეპუტაცია თვითონ პროტოქოცებში არ აქვთ და შიშები აქვთ
თავისივე თანაგუნდელების, რომ რაღაცას გამოუგონებენ, შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, მაგრამ მათ მინდა მივმართო, რომ გრძელდება მობილიზება 4 ოქტომბრისთვის, რადგან ეს არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ აქცია, ეს იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე.” - განაცხადა ლაშა ფარულავამ
ავტორი: ექსპრესნიუსი,